❓ კითხვარი მშობელბს

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის

მშობელთა გაერთიანების დებულება

I თავი. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მშობელთა გაერთიანების სტატუსი

1.მშობელთა გაერთიანება გულისხმობს სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის მშობელთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელთა საქმიანობა მიმართული იქნება მოსწავლეთა ინტერესების მხარდაჭერაზე, თანამშრომლობაზე, თანასწორუფლებიანობაზე, ურთიერთპატივისცემაზე.
2. სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის მშობელთა გაერთიანება თავის საქმიანობას წარმართავს ზოგადი განათლების შესახებ კანონის და ამ დებულების შესაბამისად.
3. მშობელთა გაერთიანების არეალია სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა, მისამართი: გორი, სტალინის გამზ. N32.

მუხლი 2. მშობელთა გაერთიანების მიზნები და ამოცანები

1. სკოლაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და რეალიზებაში აქტიურად ჩართვა;
2. სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საქმეში მონაწილეობა, მხარდაჭერა, დახმარება;
3. სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვისას მოსწავლეთა და მშობელთა მობილიზებაში დახმარება;
4. შვილებთან ერთად სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობა;
5. საინტერესო და აქტუალურ თემებზე, იდეებზე მსჯელობა და განხილვა;
6. სკოლაში წამოჭრილ პრობლემებზე მსჯელობა და მათი გადაჭრის გზებზე ზრუნვა;
7. განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებსა და სწავლებაში სიახლეების შესახებ ინფორმაციის განხილვა და მშობლებში გავრცელება.

III თავი. ძირითადი დებულებები

მუხლი 3. მშობელთა გაერთიანების წევრობა

1. მშობელთა გაერთიანებაში გაწევრიანება შეუძლია ყველა მშობელს;
2. მშობელთა გაერთიანებაში წევრებს ირჩვენ და წარადგენენ კონკრეტული კლასის მოსწავლეების მშობლები.

მუხლი 4. მშობელთა გაერთიანების თავმჯდომარის ფუნქცია-მოვალეობები

1. მშობელთა გაერთიანების თავმჯდომარეს ირჩევს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 1 წლის ვადით;
2. მშობელთა გაერთიანების თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს მშობელთა გაერთიანების სხდომებს და უშუალოდ ამყარებს კომუნიკაციას სკოლის დირექციასთან.

მუხლი 5. მშობელთა გაერთიანების წევრების უფლება-მოვალეობები

1. მშობელთა გაერთიანების წევრები სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ თავმჯდომარეს;
2. აქტიურად მონაწილეობენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და რეალიზებაში;
3. აწვდიან მიმდინარე სიახლეებს თავიანთი შვილების კლასების მშობლებს;
4. კოორდინაციას უწევენ მშობელთა სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობას;
5. უზრუნველყოფენ სკოლის დირექციისთვის სხვადასხვა ინიციატივების მიწოდებას;
6. ეხმარებიან სკოლას სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვასა და მოსწავლეთა და მშობელთა მობილიზებაში;
7. ზრუნავენ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდაზე.
8. შეიმუშავებენ მშობელთა გაერთიანების წლიურ გეგმას.

მუხლი 6. გაერთიანების თავისუფლება და ძირითადი გარანტიები

1. მშობელთა გაერთიანებას უფლება აქვს, თანაბარ პირობებში, დისკრიმინაციის გარეშე, დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე ისარგებლოს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის და სკოლის მიერ აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით.
2. სკოლამ შეიძლება დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მშობელთა გაერთიანების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის შესაბამისად.
3. დაუშვებელია სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მშობელთა გაერთიანების რაიმე დისკრიმინაცია.
4. დაუშვებელია, სკოლა ჩაერიოს მშობელთა გაერთიანების საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

IV თავი. დასკვნითი დებულებები

მუხლი 7. გარდამავალი დებუმებანი

1. წინამდებარე მშობელთა გაერთიანების დებულებას განიხილავენ აღნიშნული გაერთიანების წევრები და ამტკიცებენ ხმათა უმრავლესობით;
2. მშობელთა გაერთიანების დებულება ძალაში შედის დამტკიცებისთანავე.

დაგვიკავშირდით📧

Name

Email *

Message *