შიდა სასკოლო კონკურსი „ყველაზე კრიალა კლასი“

1. შესავალი

1. სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის დირექცია ორგანიზებას უწევს და ატარებს შიდა სასკოლო კონკურსს „ყველაზე კრიალა კლასი“
2. კონკურსში მონაწილეეები არიან სკოლის მოსწავლეები.
3. კონკურსს გაუძღვება სპეციალურად შექმნილი კომისია.
 
2. კონკურსის მიზანი და ამოცანები

1. კონკურსის მიზანია:
1.1. სისუფთავის დაცვაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება.
1.2. საკლასო ოთახების მოვლა-პატრონობის ხელშეწყობა.

2. კონკურსის ამოცანებია:
2.1. საკლასო ოთახებში სისუფთავის დაცვა;
2.2. საკლასო ოთახებში განთავსებული ინვენტარის გაფრთხილება;
2.3. საკლასო ოთახებში წესრიგის დაცვის წესების და მორიგეობის დაწესება და აღნიშნული წესების დაცვა.

3. კონკურსის ჩატარების პირობები

1. კონკურსი ჩატარდება ყოველ წელს სემესტრულად.
2. საკლასო ოთახების შემოწმება განხორციელდება ყოველი სასწავლო კვირის ერთ დღეს, რომელიც წინასწარ არ იქნება ცნობილი.
3. გამარჯვებული კრიალა კლასების გამოსავლენად იმუშავებს და საკლასო ოთახებს შეამოწმებს საკონკურსოდ შექმნილი სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან დირექციის წარმომადგენელი, საინფორმაციო მენეჯერი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, სკოლის ექიმი, მასწავლებელი, სპეციალური მასწავლებელი, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები და მშობელი.
4. საუკეთესოდ მოვლილი კლასები (შენობის თითო სართულზე თითო კლასი) გამოვლინდება ყოველი სემესტრის ბოლოს სპეციალურად შექმნილი კრიტერიუმების შესაბამისად.
5. ყველა სართულზე საუკეთესოდ მოვლილ თითო კლასს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულს - სიმბოლური პრიზი.
6. წლის ბოლოს გამარჯვებული „ყველაზე კრიალა კლასი“ დაჯილდოვდება გასვლითი აქტივობის დაფინანსებით.

4. საკონკურსო კრიტერიუმები
სუფთა და მოწესრიგებული მერხები და სკამები
სუფთა ფანჯრის რაფები
სუფთა კედლები
სუფთა დაფა და ჩვარი
სუფთა კარი
სუფთა და მოწესრიგებული კარადები
სუფთა იატაკი
მოწესრიგებული გარემო (მოვლილი, გალამაზებული ან/და ორიგინალურად გაფორმებული)
მორიგეობის განრიგი
ტელეფონების შესანახი ყუთი

  5.    კომისია

I სართული

მარინე ტატიშვილი

სკოლის ექიმი

ვახტანგ კეთილაძე

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი

ეკატერინე ფხიკიძე

ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი

თამარ ერგემლიძე

მშობელი

 

II სართული

მარინე მახარაშვილი

დირექტორის მოადგილე

ხათუნა ტაბიძე

საინფორმაციო მენეჯერი

ნანა ტატურაშვილი

ბიოლოგიის მასწავლებელი

ნინი ოთინაშვილი

მოსწავლეთა თვითთმართველობის წევრი

 

III სართული

ირმა კურტანიძე

დირექტორის მოადგილე

მარიამ მაჭავარიანი

სპეციალური მასწავლებლის ასისტენტი

მაგული სეხნიაშვილი

მოქალაქეობის მასწავლებელი

ვალერი ნარიკაევი

მოსწავლეთა თვითთმართველობის წევრი


დაგვიკავშირდით📧

Name

Email *

Message *