მისია:
ჩვენი სკოლის მისიაა, უზრუნველყოს ხარისხიანი, ინკლუზიური განათლება, რომელიც აერთიანებს ზოგად და პროფესიულ სწავლებას ერთიან, მთლიან საგანმანათლებლო პროცესში. ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეების გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას, პიროვნული პოტენციალის გამოვლენას, იდენტობის ჩამოყალიბებას. ჩვენ გვსურს აღვზარდოთ პატრიოტული, ტოლერანტი, ზოგადსაკაცობრიო და მაღალჰუმანისტური იდეალების ღირსეული გამგრძელებლები, რომ თავადაც შექმნან მაღალი სულიერი ღირებულებები, რადგან პროფესიული სწავლების ინტეგრაცია ზრდის ახალგაზრდების თვითშემეცნების შესაძლებლობას, ხელს უწყობს მათი უნარების განვითარებას რეალურ ცხოვრებაში და უზრუნველყოფს შრომის ბაზარზე წარმატების მიღწევას.
ხედვა:
ჩვენი სკოლა ისწრაფვის, გახდეს თანამედროვე და მოქნილი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც წარმატებით აერთიანებს ზოგად განათლებასა და პროფესიულ სწავლებას.
ჩვენ ვქმნით შესაძლებლობას მოსწავლეებისთვის, რომ მიიღონ როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული ცოდნა, რათა იყვნენ კონკურენტუნარიანები მომავალში განათლებისა და შრომის ბაზარზე.
სკოლას ვხედავთ, როგორც განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, რომელშიც ახალგაზრდებს განუვითარდებათ პროფესიული ინტერესები, მიეჩვევიან დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობას, რაც დაეხმარებათ ცხოვრებისეული გზის არჩევაში და განუმტკიცებთ საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.
ჩვენი გამორჩეული უნარი - მუდმივი თვითგანვითარებისკენ სწრაფვა და ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საგანმანათლებლო სივრცეში ჩართულობა - 2030 წლისთვის დაგვიმკვიდრებს ადგილს საქართველოს საუკეთესო სკოლებს შორის.
ღირებულებები:
განცხადებული მომავლის ხედვისა და მისიის განხორციელების მიზნით სკოლა იხელმძღვანელებს პრინციპებითა და მიდგომებით, რომლებიც დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს, გახდნენ გლობალური სივრცის ღირსეული მოქალაქეები:
პროფესიონალიზმი
სიახლეების მიმღებლობა
სამართლიანობა
ტოლერანტობა
გუნდური კულტურა